ქართველმა მოცურავეებმა სლოვაკეთში 24 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
21-22 დეკემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოსიცეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულად იასპარეზა ქართულმა დელეგაციამ.

ჩვენმა მოცურავეებმა ჯამში 10 ოქროს,8 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხეს.

ყველაზე წარმატებული იყო თემო კობახიძე,რომელმაც 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა,ასევე ყველაზე მაღალი ქულები დაიმსახურა და  ოქროს მედალი მოიპოვა საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში ნოე ფანცხავამაც.

ტურნირში საქართველოს გარდა სლოვაკეთის,ჩეხეთის,უკრაინისა და პოლონეთის 21 კლუბი მონაწილეობდა. გამარჯვებულთა დაჯილდოვება 4 სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ხდებოდა.

altქართველმა მოცურავემ საერთაშორისო ტურნირზე 4 ოქროს მედალი მოიპოვა


მომზადებულია "საქართველოს მოცურავეთა კლუბის" გვერდის მიხედვით.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული