ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მსოფლიოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, რომელმაც შეჯიბრება მსოფლიო რეკორდებითა და ჩემპიონობით დააგვირგვინა.

მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა (243, 250, 257) და ჯამში 477 კილოგრამით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან თავისივე რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ატაცში 220 კილოგრამიც მსოფლიოს რეკორდია. მანამდე მას 117 კგ ჰქონდა აწეული.


ასე და ამგვარად, ანაჰაიმში ქართული ჰიმნი ამაყად აჟღერდა.
კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე აღმოჩნდა ირანელი საეიდ ალიჰუსეინი, ხოლო მესამე იყო ასევე ირანელი ბეჰდად სალიმიკორდასიაბი.


საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული შედეგით, ჯამში 7 მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 5 ოქრო და თითო ვერცხლი და ბრინჯაოა. შეგახსენებთ, რომ ანაჰაიმში მანამდე ქალთა შორის 90 კგ-ში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ანასტასია გოტფრიდმა, ხოლო შოთა მიშველიძემ 62 კგ-ში ბრინჯაო მოიპოვა. საქართველოს ნაკრებიდან უმედლოდ მხოლოდ რევაზ დავითაძე (85) დარჩა, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 38 /
ლომი ხარ ლაშა ლომი.მეტოქებს კი შეუძლიათ
მხოლოდ მეორე ადგილზე იოცნებონ.
gio
06 დეკემბერი 2017 17:57
0
ერის სიამაყე!
დავითი
06 დეკემბერი 2017 17:08
0
ასეთი ვიყავით ალბათ ქართველები,ერთი დარტყმით შუაზე რომ აპობდნენ ირანელებს.
ზას.
06 დეკემბერი 2017 17:27
0
RESPECT!!
333
06 დეკემბერი 2017 13:43
0
Sad chaechxira is estoneli torem 265 kilosac acevda agar gariska mere :////
Roma
06 დეკემბერი 2017 10:13
0
ასეთი გახარებული 1981 წლის 13 მაისის შემდეგ არ ვყოფილვარ.
გია
07 დეკემბერი 2017 09:19
0
ლაშას ვულოცავ კიდევ ერთ აღიარებას !!!
ბიძინას ვულოცავ მეორე ადგილს "წლის საჩხერელის" კონკურსში DDDDDDDDD ან მესამეს - უეჭველი ასანიძეც გაასწრებს DDDDDDDD
korben dallas
06 დეკემბერი 2017 11:54
4
კი ბატონო მსაჯები უსამართლოდ მოექცნენ ამ ირანელ სპორტსმენს,მაგრამ თვითონაც ხომ იცის,რომ ის ლაშა მაგარი არ არის!
დავით 67
06 დეკემბერი 2017 17:42
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული