ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მსოფლიოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, რომელმაც შეჯიბრება მსოფლიო რეკორდებითა და ჩემპიონობით დააგვირგვინა.

მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა (243, 250, 257) და ჯამში 477 კილოგრამით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან თავისივე რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ატაცში 220 კილოგრამიც მსოფლიოს რეკორდია. მანამდე მას 117 კგ ჰქონდა აწეული.


ასე და ამგვარად, ანაჰაიმში ქართული ჰიმნი ამაყად აჟღერდა.
კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე აღმოჩნდა ირანელი საეიდ ალიჰუსეინი, ხოლო მესამე იყო ასევე ირანელი ბეჰდად სალიმიკორდასიაბი.


საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული შედეგით, ჯამში 7 მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 5 ოქრო და თითო ვერცხლი და ბრინჯაოა. შეგახსენებთ, რომ ანაჰაიმში მანამდე ქალთა შორის 90 კგ-ში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ანასტასია გოტფრიდმა, ხოლო შოთა მიშველიძემ 62 კგ-ში ბრინჯაო მოიპოვა. საქართველოს ნაკრებიდან უმედლოდ მხოლოდ რევაზ დავითაძე (85) დარჩა, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 38 /
ამდენი უბედურების შემდეგ, პირველად ვტირი სიხარულისგან. ღმერთმა გაგახაროს ბებო,სულ წარმატებებით გევლოს მთელი ცხოვრება.ერის საამაყო შვილი ხარ.
ლამარა ბებო
06 დეკემბერი 2017 10:35
1
ბრავო ლაშა. ცოცხალი ლეგენდა ხარ.
დათო
06 დეკემბერი 2017 10:29
0
ეს მგონი უკვე მსოფლიო ლეგენდააა ამ ასაკში!!! ბრავოო დაჯერებელია ესე ადვილად როგორ წევს
მიშა
06 დეკემბერი 2017 10:19
0
გაუჭირდებოდა! :-)
ყველას გილოცავთ; ლაშას კიდევ ბევრჯერ ესახელებინოს ქვეყანა
იმ გაბღენძილ ირანელს რა უნდოდა, რას იბერებოდა ვერ გავიგე; ლაშას ეჯიბრებოდა? რომელ შტანგასაც ხელი მოჰკიდა, ყველა რომ აეწია, 10 კგ-ით მაინც წააგებდა
მერაბი გ.
06 დეკემბერი 2017 10:17
0
ლაშამ ირანელების "ძვლები დახრა"დღეს !!! სომხები, რუსები, უკრაინელები საერთოდ არ იყვნენ!!! ამ გიგანტ კაცს მემგონი 500-ის აწევაც შეუძლია!! საქართველოს სიამაყე და სახეა ჩვენი ლაშა მსოფლიოში!! რამდენი გახარებული და აღფთოვანებული სახეები იყო დღეს ვინც უყურა ლაშას გამოსვლას!!
საქართველოს გული და სულია ლაშა
06 დეკემბერი 2017 10:15
0
Sad chaechxira is estoneli torem 265 kilosac acevda agar gariska mere :////
Roma
06 დეკემბერი 2017 10:13
0
ა, კაცი!
ა, სალაპარაკო თემა!!!

ჩვენ კი რას ვაკეთებთ, იმ გაფუჭებულ უკრაინულ ანტენაზე ვლაპარაკობთ სულ!!!!!!!
გია
06 დეკემბერი 2017 10:10
1
ასეთი ამაყი დიდი ხანია არ ვყოფილვარ! სიტყვეტი არ არსებობს ამ სიხარულის გამოსახატავად. ლაშა არის ერის გამარჯვების სიმბოლო, ქართველი კაცის ყველა საუკეთესო თვისებების უბადლო გამომხატველი. ვულოცავ მას და მთელ საქართველოს!
თამაზი
06 დეკემბერი 2017 10:02
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული