შოთა მიშველიძემ ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა!
ქართველმა ძალოსანმა ბუქარესტში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში 129 და 134 კგ. დაძლია. მიშველიძეს ოქროს მედლამდე მხოლოდ 1 კილოგრამი დააკლდა.
რუმინულ ფიცარნაგზე დღეს კიდევ ერთი ქართველი, რამინ სამილიშვილი გამოდიოდა, რომელმაც სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა (120, 125, 128) და მე-5 ადგილი დაიკავა.