გიორგი ასანიძე: რომ არა ძალოსნობა, შეიძლებოდა ვყოფილიყავი ექიმი

AutoSharing Option
საქართველოს ძალოსნობის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ Lelo.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში საინტერესო კითხვებს გასცა პასუხი.

ასანიძის თქმით, რომ არა ძალოსნობა, ის ექიმი გახდებოდა.

"10 მაისს 5 წელი გახდება, რაც უფროს მწვრთნელად დამნიშნეს და მადლობა ყველა სპორტსმენს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქვეყნო საქმეს აკეთებს ჩემთან ერთად. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, იმაზე მეტიც, ვიდრე პირადი სპორტული კარიერა. მე მიხარია, რომ ამდენი კარგი სპორტსმენი გვყავს და მათ არაერთი მედალი მოუტანეს ჩვენს ქვეყანას. ლაშა ტალახაძის წარმატებამ კი ძალოსნების ისტორია შეცვალა. არ შემიძლია არ აღვნიშნო სხვა ბიჭები
- თურმანიძე, მიშველიძე, დავითაძე და სხვები. ყველას დიდი მადლობა, რომ ჩვენს ქვეყანას ასახელებენ! წინ ახალი გამარჯვებებისკენ! რომ არა ძალოსნობა, შეიძლებოდა ვყოფილიყავი ექიმი. თუმცა, ისტორიას ვერ შევცვლით და ისევ ძალოსანი ვიქნებოდი, ოღონდ ალბათ უფრო კარგი (იცინის)".

სრული ბლიც-ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული