24 სექტემბერს საქართველოს ნაკრების ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ (96) ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიგო.
პლესნოიმ ატაცში პირველ ცდაზე 172 კილოგრამი ასწია, მეორე ცდაზე უკვე 177-ს მოერია, ხოლო მესამე ცდაზე 181 კილოგრამი დაძლია, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.
ასევე პლესნოი მედლის მოპოვება აკვრაშის შეძლო, მან სამივე მისვლა (203 / 209 / 213) გამოიყენა და მეოთხე ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში კი 394 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო
ეს საქართველოს რიგით მეორე ოქროა მსოფლიოს ჩემპიონატზე. 23 სექტემბერს ოქროს მედალი ატაცში რევაზ დავითაძემ (87) მოიგო, ხოლო ორჭიდში - ბრინჯაოს მედალი.