ქართველი ძალოსანი სამეულთან ახლოს იყო, მაგრამ ოლიმპიადა მე-7 ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიპიადაზე დღეს, 25 ივლისს, ძალოსანმა შოთა მიშველიძემ (-61კგ)  A ჯგუფში ატაცში 130,  აკვრაში კი - 155 (ორჭიდში 285)  კილოგრამი დააფიქსირა.

შოთა სამეულთან ახლოს იყო, საბოლოოდ კი მე-7 ადგილი დაიკავა.

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა გოგა ჩხეიძემ (-67 კგ) დაასრულა.

ქართველმა ძალოსანმა, რომელიც B ჯგუფში ასპარეზობდა ატაცში თავი 133, ხოლო აკვრაში 169 კილოგრამს გაართვა და ორჭიდის ჯამში დაგროვებული 302 კილოგრამით ჯგუფის ლიდერი გახდა.

-67 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზეთა საბოლოო შედეგები A ჯგუფის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

წყარო: საქართველოს
ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია


altმარგველაშვილი ნახევარფინალშია - ქართველი ძალიან დამაჯერებელია!


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული