ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 4 აგვისტოს, საქმეში ქართველი ძალოსანი და არაერთი მსოფლიო რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ჩაერთო, ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა და ამით დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შედეგის ავტორია!

ატაცში ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია, მეორეზე - 215, მესამე ცდის შემდეგ კი 223 კგ დააფიქსირა, რაც როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო რეკორდია, რომელიც ლაშას ეკუთვნოდა (222).


რაც შეეხება აკვრას - ქართველი სპორტსმენი ფიცარნაგზე ისევ საკმაოდ გვიან გამოვიდა, რადგანაც კონკურენტებზე ბევრად მეტი, 245 კგ
დაიმორჩილა და ოლიმპიური ჩემპიონობა პირველივე ცდაზე მოიპოვა. ლაშამ მეორე ცდაზე 255 კგ დაძლია, მესამეზე კი - 265, რაც აკვრაში ასევე თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებაა. ორჭიდის შედეგი - 488 კგ-იც რეკორდულია!

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია - ლაშა ტალახაძის გარდა, ძიუდოისტებიდან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელია მოჭიდავე იაკობ ქაჯაიაც (130), ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

altგამოცხადებული ოქროს ქრონიკა - ლაშა ტალახაძე იწყებს!



მკითხველის კომენტარები / 31 /
Magari kaci sul rom verafershi avigot medali shtangashi axali rekordi da oqro uechvelia.
Ucxo
04 აგვისტო 2021 17:41
0
უმაგრესი კაცი !!!!
joko
04 აგვისტო 2021 15:41
0
ლაშა გაგიმარჯოს ჩვენო გულის გამხარებელო!!!...ღმერთმა გამარჯვებები არ მოგაკლოს საქართველოს რჩეულო შვილო!!!...
გაიოზი
04 აგვისტო 2021 17:39
0
ლაშა,კარგო ქართველო! გილოცავთ! ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს, შენს ოჯახთან ერთად. პირჯვრის გადაწერაშიც კი სჩანს, თუ როგორი პიროვნება ხარ, და ამიტომაც გიფასდება შენი ტიტანური შრომა, ასეა ღმერთი ზევიდან ხედავს ყველაფერს!
თბილისელი გიორგი.
04 აგვისტო 2021 18:12
0
ლაშა ოლიმპიადის საუკეთესო სპორცმენია ყველა სახეობის გათვალისწინებით, მან ქართული გენის უძლეველობა მსოფლიოს დაუმტკიცა, მთელი საქართველოს გახარებისათვის დიდი მადლობა ღირსეულო მამულიშვილო, სულ წარმატებებით გევლოს!!!
ლეო
04 აგვისტო 2021 22:06
0
ეს მედალი უკვე წლების წინ გვედო ჯიბეში და ამიტომაცაა ნაკლები ემოციები,შემეცოდნენ დანარჩენები ოქროზე არც უოცნებიათ.
rigiti
04 აგვისტო 2021 17:33
0
სტატიაში არ არის ნახსენები, რომ 255 კგ.-ით ოლიმპიური რეკორდი მოხსნა. უამრავი მოლოცვა ლაშას, ასანიძეს და მის გუნდს და მთელ საქართველოს. დღეს ქუჩაშიც და მაღაზიაშიც და ყველგან მის ოქროს მედალზე ლაპარაკობდნენ და ელოდნენ, ეგ არ გაგვიცრუებს იმედსო. გაიხარე, ლაშა და გილოცავ სულით და გულით!
nanka2002
04 აგვისტო 2021 23:29
0
ასეთი უდიდესი სპორტსმენი და დიდებული პიროვნება, ალბათ 100 წელიწადში ერთხელ იბადება
Nukri
04 აგვისტო 2021 21:41
0
ღმერთმა გაგიმარჯოს და გამრავლოს ქართველო!
შენ გენაცვალე!
ჰაიაბუსა
04 აგვისტო 2021 17:29
0
თქვენ გენაცვალეთ!!!
ყველა მიყვარხართ
სააკაძე
04 აგვისტო 2021 16:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული