ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 4 აგვისტოს, საქმეში ქართველი ძალოსანი და არაერთი მსოფლიო რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ჩაერთო, ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა და ამით დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შედეგის ავტორია!

ატაცში ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია, მეორეზე - 215, მესამე ცდის შემდეგ კი 223 კგ დააფიქსირა, რაც როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო რეკორდია, რომელიც ლაშას ეკუთვნოდა (222).


რაც შეეხება აკვრას - ქართველი სპორტსმენი ფიცარნაგზე ისევ საკმაოდ გვიან გამოვიდა, რადგანაც კონკურენტებზე ბევრად მეტი, 245 კგ
დაიმორჩილა და ოლიმპიური ჩემპიონობა პირველივე ცდაზე მოიპოვა. ლაშამ მეორე ცდაზე 255 კგ დაძლია, მესამეზე კი - 265, რაც აკვრაში ასევე თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებაა. ორჭიდის შედეგი - 488 კგ-იც რეკორდულია!

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია - ლაშა ტალახაძის გარდა, ძიუდოისტებიდან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელია მოჭიდავე იაკობ ქაჯაიაც (130), ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

altგამოცხადებული ოქროს ქრონიკა - ლაშა ტალახაძე იწყებს!



მკითხველის კომენტარები / 31 /
აუ საერთოდ რო არ ნერვიულობ, თან მაგრად ასწორებს, თან ცოტა ტეხავს.
მიდი ლაშა.
დათო
04 აგვისტო 2021 15:47
0
გვარამია-გაბუნიას მოკითხვა!!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
04 აგვისტო 2021 17:04
10
რა უნდა თქვა,ვამაყობ რომ ვარ ქართვრლი!
სიმართლე
04 აგვისტო 2021 15:44
0
უბრალოდ ფენომენი! სიტყებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციას რასაც განვიცდი ამ საამაყო ქართველის ასპარეზობით! მადლობა უფალს, რომ ასეთი სპორცმენი და ადამიანი გვყავს.
ვახო...
04 აგვისტო 2021 22:23
0
მაგარი კაცი ხარ ლაშა. უმრავლეს საქართველოს შენ ნაირი სპორტსმენები
თეიმურაზ ფირცხალავა
04 აგვისტო 2021 18:21
0
მოვიგეთ ფეოლა..)
გაიხარეე!
04 აგვისტო 2021 17:08
1
გაგიჭირდებოდათ
ზაზა
04 აგვისტო 2021 17:37
0
ლაშას ნაირი ვაჟკაცები უხდება საქართველოს!!!! რის პრაიდები რა პრაიდები , სიცხე ხომ არა გაქვთ, ლიბერასტებო?
ვულოცავთ ჩვენს სახელოვან დევ გმირს, ლაშა ტალახაძეს, ოქროს ოლიმპიურ მედალს!!!!!!!
04 აგვისტო 2021 17:04
2
გვარამია გილოცავ..
ჰმ
04 აგვისტო 2021 17:03
8
ბრილიანტი გვყავს ქართველებს ეს კაცი
memo
04 აგვისტო 2021 15:41
0
ლაშა გენაცვალე! გვჯერა, რომ ოლიმპიურ მედალს დაუბრკოლებლად, აწევ!
ქეთი
04 აგვისტო 2021 15:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული