ვითვალოთ მედლები - ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 3 ვერცხლის მოგებით დაიწყეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 9 დეკემბერს, ტაშკენტში ძალოსნობაში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ (61 კგ) სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მიშველიძემ ატაცში 131 კგ ასწია და მცირე ვერცხლის მედალს დაეუფლა. შემდეგ აკვრაში 155 კგ დააფიქსირა, რაც ასევე მეორე მაჩვენებელი იყო. მან ორჭიდში 286 კგ მოაგროვა და 2 კგ-ით მხოლოდ როკ შინს (სამხრეთი კორეა) ჩამორჩა.

ამავე წონაში რამინ შამილიშვილმა ატაცში 122 კგ, ხოლო აკვრაში 145 კგ დასძლია, რაც ჯამში 267 კგ-ით მე-7 შედეგი გახლდათ.

ხვალ კახი ასანიძე (73 კგ) იასპარეზებს, შემდეგ დღეებში კი - რევაზ
დავითაძე (89 კგ), ირაკლი გობეჯიშვილი, ანტონ პლესნოი (ორივე 96 კგ), ზაზა ლომთაძე, ირაკლი ჩხეიძე (102 კგ), ბაქარ თურმანიძე და ლაშა ტალახაძე (+109 კგ).

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
გია პაპა
22:04 09-12-2021
0
დაიწყოოო!!! ))
ILIA
21:50 09-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული