კიდევ სამი მედალი ევროპირველობაზე - ამჯერად ასანიძისგან

AutoSharing Option
2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი კახი ასანიძისგან!

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე კახი ასანიძემ (73 კგ) ატაცში შესანიშნავად იასპარეზა. საქართველოს ნაკრების წევრმა 144/150 კგ დასძლია და ატაცში ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

კახიმ აკვრაში თავი 172/176 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალს დაეპატრონა. კიდევ ერთი ვერცხლის მედლის მოპოვება ასანიძემ ორჭიდის ჯამში მოგროვილი 326 კილოგრამითაც შეძლო.

მედლებთან ერთად კახი ასანიძემ საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცში საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა, რომელიც თავადვე შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე დაამყარა.

კახი ასანიძემ თავის მედლებს უკვე დიდების
ევროპული მედლებიც შემატა!

მკითხველის კომენტარები / 7 /
გილოცავ ასახელე სამშობლო და ოჯახი დიდ წარმატებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც არი ამიერიდან ყველა შენი საქციელი ყოველი ნაბიჯი თუ ნათქვამი დიდ დაფიქრებას და დაკვირვებას საჭიროებს სხვა რომ არაფერი მომავილი თაობა შემოგციცინებთ მათვის თქვენ მაგალითი ხართ თავდადების შრომის გმირობის ზრდილობის სიყვარულის პატიების თმენის გფარავდეთ უფალი სულ წარმატებული ყოფილიყავით.
კახა
01:35 01-06-2022
0
გილოცავ, მალე ოქროებით ჩაგენაცვლებინოს!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული