ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ. წონით კატეგორიაში მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით შოთა მიშველიძე და გოდერძი ბერდელიძე ასპარეზობდნენ.
მიშველიძემ ატაცში 129/133/136 კილოგრამი დასძლია და დისციპლინაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ძალოსანმა აკვრაში 155/162 კგ დასძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ორჭიდში მოგროვილი 298 კილოგრამით კი ჩემპიონობა იზეიმა.
ბერდელიძემ ატაცში თავი 122 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა, იგივე საფეხური ერგო აკვრაში დაძლეული 147/153 კილოგრამით და მეოთხეა ორჭიდში მოგროვილი 298 კილოგრამითაც!