ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ხმლით მოასპარეზე გუნდურ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ნაკრები (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია) მესამე ადგილისათვის ბრძოლაში უნგრეთთან ანგარიშით 36:45 დამარცხდა.
საქართველოს ხმლით მოასპარეზე ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა და ტაილანდის 45:20 დამარცხების შემდეგ მსოფლიო რეიტინგის მეხუთე (აშშ 45:38) და მეოთხე (ირანი 45:37) ნაკრებებს დამაჯერებლად მოუგო.
ჩვენი ბიჭები მხოლოდ მსოფლიოს პირველ (სამხრეთი კორეა 34:45) და მესამე (უნგრეთი 36:45) გუნდებთან დამარცხდნენ.
FIE-ს გუნდურ რეიტინგში, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება, საქართველო რამდენიმე ადგილით დაწინაურდება. მიზანი უცვლელია
- ტოკიო 2020-ის გუნდური ლიცენზია!
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური