ალჟირში მიმდინარე მსოფლიო თასის World Cup by Ooredoo გათამაშებაში ჯგუფური ეტაპის შემდეგ მედლებისათვის ბრძოლას ოთხივე ქართველი აგრძელებს. ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, სანდრო ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი პირდაპირ 64 საუკეთესოს შორის მოხვდნენ და შეჯიბრს ხვალ განაგრძობენ.
ვაჟა რეჭიასა და ბექა ბაზაძეს კი პლეი-ოფში მოუწევთ ამ უფლების მოპოვება.
პლეი-ოფის პირველი ეტაპზე ვაჟა რეჭიამ ალჟირელი აკრამ ბოუნაბი ანგარიშით 15-11 დაამარცხა, ბექა ბაზაძემ კი არგენტინელი პასკუალ მარია დი ტელას 15-6 სძლია.
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული მე-4 ადგილი დაიკავამომზადებულია საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის გვერდის მიხედვით