სამხრეთ კორეის უძლიერესი ნაკრები თბილისში

AutoSharing Option
“თბილისის თასზე“ უძლიერესი გუნდით იასპარეზებს სამხრეთ კორეის კაცთა ნაკრები - ხმლით ფარიკაობაში ბოლო წლების საუკეთესო გუნდი.

საქართველოს დედაქალქში სულ 16 კორეელი მოფარიკავე გამოვა, 8-8 ქალი და კაცი.
კაცთა შორის არიან ტოკიოს თამაშების გამარჯვებული გუნდის ოთხივე, FIE-ს პირად რეიტინგში N2, N3, N11 და N18 (OH Sanguk. KIM Junghwan, GU Bongil, KIM Junho) მოფარიკავე.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის კაცთა ნაკრები ბოლო ორი ოლიმპიური თამაშებისა (რიოში კაცთა გუნდურ ხმალში შეჯიბრება არ იყო) და ბოლო სამი მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელია!

"თბილისის თასი“ 14-17
იანვარს ჩატარდება. მასში მონაწილეობას სანდრო ბაზაძეც მიიღებს.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული