This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
თბილისში დასრულებულ მოხმალავეთა მსოფლიოს თასის პირად გათამაშებაში ვაჟებში სანდრო ბაზაძემ გაიმარჯვა.
ბაზაძე ტურნირზე პლეი-ოფიდან ჩაერთო და ერთი მეორის მიყოლებით რუსი ოლეგ პეტროვსკი (15:8), უნგრელი ჩანად გემეში (15:10), კორეელი იუნჰო კიმი (15:7), იტალიელი ჯოვანი რეპეტი (15:10), ფრანგი ბოლად აპიტი (15:10) და რუსი კამილ იბრაგიმოვი (15:8) დაამარცხა.
სანდრო ბაზაძე FIE-ს მსოფლიო თასის მფლობელი პირველი ქართველი მოფარიკავეა.
28 წლის ბაზაძეს სხვადასხვა პრესტიჟულ ტურნირებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული, ახლა კი ოქროსაც დაეუფლა.
17 იანვარს გუნდური შეჯიბრი დაიწყება - საქართველოს ვაჟთა ნაკრები საუდის არაბეთს, ხოლო საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანს შეხვდება.
სანდრო ბაზაძე - FIE-ს მსოფლიო თასის მფლობელი პირველი ქართველის მოფარიკავეა