რეიტინგის ლიდერი ბაზაძე და გუნდური მე-6 ადგილი საქართველოს

AutoSharing Option
საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთის დედაქალაქში დასრულებულ მსოფლიო თასზე (Villa de Madrid) გუნდურ შეჯიბრებაში მე-6 ადგილზე გავიდა.

საქართველოს ნაკრებმა (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გოგა კაკაურიძე, ლაშა კუჭუხიძე) საწყის ეტაპზე ბელგია იოლად, 45:24 დაამარცხა, შემდეგ დრამატულ ბრძოლაში ირანს 45:44 სძლია; მეოთხედფინალში, სამწუხაროდ, უნგრეთის უძლიერს გუნდთან 23:45 წააგო და ბრძოლა მეხუთე ადგილისთვის განაგრძო.... აშშ-სთან 45:39 გამარჯვების შემდეგ ბიჭებმა საფრანგეთთან 36:45 დათმეს და მსოფლიო თასი 26 გუნდში მე-6 ადგილზე დაასრულეს.

მადრიდში დასრულებული მსოფლიო თასის შემდეგ FIE-მ (ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია) ინდივიდუალური რეიტინგი განაახლა.
საქართველოს საუკეთესო მოფარიკავე მსოფლიო რეიტინგში მესამე პოზიციაზე დაბრუნდა და მხოლოდ ორ სამხრეთკორეელს ჩამორჩება. სანდრომ უკან ჩამოიტოვა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ ზილაგი...

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 1 /
… უმაგრესი ადამიანი ხარ სანდრო!!! ოქროს კაცი!!! წარმატებებს გისურვებ!!!!
დათო
13:46 13-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული