ფარიკაობის ფედერაციის საჩივარი - ბაზაძე მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა

AutoSharing Option
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ თავისი "ფეისბუქის" გვერდით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა:

"საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.

წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა
ადგილი".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ფარიკაობის მეც ბევრი არაფერი მესმის და ეს ბიჭი თუ დაჩაგრეს ძალიან ცუდია. მე თვითონ საყურებლად არ მომწონს, წამებში მთავრდება და თვალით ვერ ამჩნევ ვინ დაარტყა და ვარაუდით უნდა მიხვდე ან ტექნიკის იმედად იყო. შეიძლება ეს ფილმებში ნანახ ფარიკაობას რო არ გავს იქიდან გამომდინარეა, მაგრამ სპორტს რაც შეეხება ეს ჩემთვის ფარიკაობა არაა:)
ბექა
02:42 28-07-2024
0
ძაან მეწყინა წაგება მაგრამ 2-8 დან რომ დაიწყო ბრძოლა მანდ წააგო და არა 14-14 ზე.
ეგვიფტელები რომ ვიყოთ ალბათ გვეგონებოდა რომ დამსახურებულად მოვიგეთ, ისეთი სპორტია თვალისგან უხილავია სისწრაფე და ზოგადად მაგ სპორტში რატო უნდა შეხვიიდე როცა ტექნიკაც ვერ ხვდება რომელია პირველი.
ორივე ყვირის და მოგების იმიტაციას აკეთებს.
მ.m
01:43 28-07-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული