რუსეთის ნაკრების ექსმეკარე: პუტინს დასცინიან - რა საჭიროა გამარჯვების აღლუმი, ის სახელმწიფო 30 წელია აღარ არსებობს

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილი მეკარე, სტენლის თასის გამარჯვებული ილია ბრიზგალოვი აშშ-ში ცხოვრობს და championat-თან ინტერვიუში რუსეთსა და გაუქმებულ გამარჯვების აღლუმზე ისაუბრა.

- ამერიკაში პროპაგანდა როგორ მუშაობს?
- აქ ის ერთპოლუსიანი არ არის. როგორც ვხედავ, პუტინს უკვე აბსოლუტურად არაფერი არ შეუძლია ქვეყნისთვის გააკეთოს. ხალხს ელაპარაკები - ყველა იცინის. ეს საშიშია, როდესაც მოქალაქეები სახელმწიფოს პირველ პირს დასცინიან.

- ტრამპსაც დასცინიან?
- მე არ დავცინი. აქ 50% მისი წინააღმდეგია, 50% მხარს უჭერს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ ერთი წლის ან კიდევ ოთხი წლის შემდეგ მას სხვა
შეცვლის.
- საინტერესოა თქვენი აზრი იმაზე, თუ რატომ მოხდა რუსეთში უკიდურესობიდან უკიდურესობამდე შეცვლა...
- იმიტომ, რომ რუსეთში ერთმანეთისთვის ყველას მიუფურთხებია. აი, რაშია პრობლემა! ოჯახისა და მეგობრებისთვის მზად არიან მთვარე ციდან ჩამოიტანონ, ოდნავ გვერდზე გახვალ და ფეხებზე ჰკიდიათ, რაც ხდება. მგლებივით ცხოვრობენ. ერთმანეთს პატივს არ სცემენ, უტიფრობაზე უტიფრობით პასუხობენ, ხალხს შორის მხოლოდ ღვარძლია.

- ყველა განცალკევებულია, საერთო მიზანი არ არსებობს...
- ადამიანობა დაკარგეს. იმავე ვეტერანებს მხოლოდ 9 მაისის წინ იხსენებენ, თუმცა მთელ ქვეყანაში მხოლოდ 10 მათგანიღა დარჩა. სამაგიეროდ - გამარჯვების აღლუმი, ომი, გამარჯვებულები, ყირიმი და ა.შ.

- წელს გამარჯვების აღლუმს არ ჩაატარებენ. თვლით თუ არა, რომ ასეთი მასშტაბური აღლუმის ყოველ წელს ჩატარება ნამეტანია?
- და რა საჭიროა გამარჯვების აღლუმი? ჩვენ სადღაც წარსულში გავიჭედეთ, სულ უკან ვიყურებით, ამ დროს კი წინ უნდა ვმოძრაობდეთ. ყველას ბაბუები და წინაპრები იბრძოდნენ, ნაწილი ფრონტიდან ვერ დაბრუნდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. რამდენი წელი გავიდა, ჩვენ კი წარსულში გავიჭედეთ.

- ამ ომმა კარდინალურად შეცვალა სამყარო...
- ყველაფერი უკვე კარგა ხანია შეიცვალა, გამარჯვებული სახელმწიფო 30 წელია აღარ არსებობს. ომში სსრკ-ის ყველა რესპუბლიკა მონაწილეობდა, მაგრამ რატომღაც არსად ჩვენსავით არ აღნიშნავენ. ხალხი დღევანდელი დღით ცხოვრობს, ხვალინდელი პრობლემებით. იხსენებენ, რომ ეს საშინელება იყო და უნდა ეცადონ, აღარასოდეს განმეორდეს. გამარჯვება რატომ უნდა ვიზეიმოთ? რაზე გამარჯვება? დავამარცხეთ ფაშიზმი, მაგრამ რა არის ამაში სასიხარულო? რომ ამდენი ხალხი დაიღუპა? და აი, თქვენ იგორ ტალკოვი - "სადაც გმირები არიან, იქ ვეტერანები მონებზე უარესად ცხოვრობენ".

altრუსი მეკარე: ტელევიზიით პრეზიდენტის ლაპარაკი ლაქლაქია, ხალხი მონებივით სჭირდებათ - ინტერვიუს გამო კლუბი მას დასჯის

altდემოკრატია რუსულად - მთავრობის გაკრიტიკების გამო მეკარისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ

alt"სპარტაკის" ექსთავდამსხმელმა გაიხსენა, როგორ წყვეტდა ფეხბურთელების საკითხებს თბილისში დაბადებული კრიმინალური ავტორიტეტი "დედ ჰასანი"

მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთუჯრედიანო რუსეთუმე ქართველებო, რუსეთს ჩაყვებით საფლავში მალე. ტვინგამორეცხილებო.
ჭორლეონე
09:40 01-05-2020
3
9მაისს! რა მინდვრის მეკარე,საერთოდ Იცი ჰოკეი რა არის, ან ერთხელ მაინც გინახია ამის Თამაში.ამის Თქმის საფუძველს Შენი კომენტარი მაძლევს
კახა ქ.
02:58 01-05-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული