რაინდი იყო და პუტინის უკანალის მლოკველი გახდა - უტკინმა რუსული ჰოკეის ლეგენდას მწარედ დასცინა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიაჩესლავ ფეტისოვი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მსოფლიოს მთავარი ჰოკეისტი უწოდა.

"როგორი რაინდი იყო... მკერდით აპობდა კონტინენტებს, შემხვედრ კუნძულებს ძალოვანი ილეთით მიათრევდა. და უკანალის მლოკველი გახდა.

მე უფრო ახალგაზრდა ვარ, რა იცი რა მელის - იმედია, ასეთ დონემდე არ მივალ. უბრალოდ თქვენ არ გესმით. ეს ფეტისოვია...

დაბერდა. ვერ გამიგია, რა არ ჰყოფნის; და სად არის დიდების დარბაზი (სლავის?), რომლისკენაც ის კიდევ მიისწრაფვის", - დაწერა უტკინმა თავის "ტელეგრამ-არხზე".

მკითხველის კომენტარები / 4 /
მსოფლიოს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი რაღაც ახალია!
გიორგი
22:53 24-09-2021
1
Re: "დაწერა უტკინმა ტელეგრამ-არხზე"
Telegram-ი არის ФСБ-ს რესურსი, რომლის მთავარი სერვერები მდებარეობს რუსეთში. Telegram-ის მეშვეობით ФСБ იღებს თქვენი ტელეფონის მიკროფონზე, კამერაზე და GPS- ზე სრულ წვდომას.
ქ. გ.
07:55 25-09-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული