NHL-ის ნაცვლად ციხეში ან ჯარში - რუსი ჰოკეისტი დააპატიმრეს

AutoSharing Option
ცსკა-ს ყოფილი და რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრების 25 წლის მეკარე ივან ფედოტოვი (სიმაღლე 201 სმ) სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააპატიმრეს. მას სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის თავის არიდება ედება ბრალად.

ის კუპჩინოში (სანქტ-პეტერბურგი) ყინულის არენიდან გამოსვლისას დააკავეს და სამხედრო კომისარიატში წასვლა შესთავაზეს. ჰოკეისტმა წინააღმდეგობა არ გაუწია. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლის მიხედვით, მას ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ან შეიძლება სამხედრო მოსამსახურე გახდეს.

მან კარიერა NHL-ის "ფილადელფია ფლაიერსში" უნდა გააგრძელოს, ამიტომ გაწყვიტა ცსკა-სთან კონტრაქტი და როგორც ჩანს, ამის გამო დასაჯეს.

ფედოტოვმა ადრე Матч ТВ-სთან დაადასტურა, რომ აშშ-ში გააგრძელებს კარიერას: "მივდივარ თუ არა "ფილადელფიაში"? რა თქმა უნდა. ცსკა-ში თასის მოსაგებად გადმოვედი. ახლა შემიძლია მშვიდად გადავდგა წინ ნაბიჯი. კარგი შანსი მივიღე, ეს ახალი გამოწვევა და შესაძლებლობებია. თუ საკუთარი თავი NHL-ში არ გამოვცადე, შემდეგ ამაზე მთელი ცხოვრება ვინანებ.

გავხდები თუ არა იქ ყველაზე მაღალი მეკარე, მიკო კოსკინენზე 2 სანტიმეტრით მაღალი? მთავარია თამაშითაც 2 სანტიმეტრით მაღალი ვიყო".

მკითხველის კომენტარები / 1 /
"სსრკ" წარწერიანი მაისურით დარბოდა თურმე ჰოკეის მოედანზე ამერიკაში...ჰო და როგორც პედრიოტმა ეხლა ავტომატით ირბინოს ომში, მაღალი სამიზნე კი იქნება :)
საბა
10:15 03-07-2022
0

სიახლეები პოპულარული