საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ისრაელსაც სძლია

AutoSharing Option
მადრიდში მიმდინარე ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატზე, II დივიზიონის A ჯგუფში, მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ისრაელი 7:3 დაამარცხა.

ჰეთ-თრიკი ივან კარელინმა შეასრულა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. შაიბა აგრეთვე ოლივერ ობოლგოგიანმა, ბორის კოჩკინმა და ნიკიტა ბუკიამ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ხორვატიასთან ერთად ლიდერია. ჯგუფის გამარჯვებული I დივიზიონის B ჯგუფში გადავა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
საქართველოს ჰოკეის გუნდიც თუ ყავდა არ ვიცოდი. წარმატებები ბიჭებს
ტოტტი
17 აპრილი 2023 22:35
2
წარმატება ვინც საქართველოს ღირსებას იცავთ
გია
17 აპრილი 2023 22:29
0

სიახლეები პოპულარული