არსენიშვილის "ბრაგა" პორტუგალიის ჩემპიონატის ექვსეულშია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ხელბურთელის, ერეკლე არსენაშვილის კლუბმა "ბრაგამ" პორტუგალიის ჩემპიონატის პირველი ეტაპი მე-6 ადგილზე დაასრულა და საჩემპიონო რაუნდში მოხვდა.

პირველ ეტაპზე 14 გუნდი 2 წრედ თამაშობდა და 6 უძლიერესი ჩემპიონობისთვისა და ევროტურნირების საგზურებისთვის ბრძოლის უფლებას იღებდა. "ბრაგამ" ამოცანა ბოლო ტურში გადაჭრა.

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ კლუბი მერვე ადგილამდე დაეშვა, მაგრამ მოიგო ბოლო სამი თამაში, მათ შორის, გადამწყვეტი, 26-ე ტურის მატჩი "მაია ისმაისთან" - 29:22 და 53 ქულით (13 მოგება, 1 ფრე, 12 წაგება) მეექვსე ადგილზე გავიდა.

ქართველი ხაზის მოთამაშე ბოლო სამ
მატჩში გამორჩეული იყო და 13 გოლი გაიტანა. სულ არსენაშვილმა პირველი ეტაპის ყველა, 26 მატჩში ითამაშა და 63 გოლი დაუგროვდა. მარგი ქმედების კოეფიციენტით, 66.40 ქულა, არსენაშვილს "ბრაგაში" მეორე შედეგი ჰქონდა, მთელ ჩემპიონატში კი 34-ე პოზიციაზე იყო. 21 წლის ქართველი პორტუგალიის ჩემპიონატში ამ სეზონის დასაწყისში გადავიდა, იქამდე კი ორი წელი საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშა. საქართველოში ის "ქარიშხალასა" და სტუ-ს ღირსებას იცავდა და ქვეყნის ყველა ნაკრებში უთამაშია.

ჩემპიონატი ასე გაგრძელდება: 6 საუკეთესო კლუბი - "პორტუ", "სპორტინგი", "ბენფიკა", "ბელენენსეში", "აგუაშ სანტაში" და "ბრაგა" ერთმანეთში კიდევ ორ წრედ ითამაშებენ. მეორე ეტაპზე გუნდებს გადაჰყვათ პირველ რაუნდში დაგროვილი ქულების ნახევარი. "ბრაგა" 27 ქულით მეექვსე ადგილზეა და მხოლოდ ქულით ჩამორჩება "აგუაშ სანტაშს" და ორით - მეოთხე ადგილზე მყოფ "ბელენენსეშს". შესაბამისად, გუნდი ევროტურნირების საგზურებისთვის იბრძოლებს, ჩემპიონის ვინაობა კი ორ გრანდს, "პორტუსა" და "სპორტინგს" შორის გაირკვევა.

ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1-ლი ლიგა. პირველი ეტაპის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1).

1. "პორტუ" - 77 ქულა, 2. "სპორტინგი" - 75, 3. "ბენფიკა" - 67, 4. "ბელენენსეში" - 57, 5. "აგუაშ სანტაში" - 56, 6. "ბრაგა" - 54, 7. "გაია" - 53, 8. "მადეირა" - 49, 9. "მაია-ისმაი" - 46, 10. "ბოა ჰორა" - 45, 11. "ავანკა" - 44, 12. "ჰორტა" - 43, 13. "ბოავიშტა" - 32, 14. "ვიტორია" - 30

მეორე ეტაპის წინ: "პორტუ" - 39 ქულა, "სპორტინგი" - 38, "ბენფიკა" - 34, "ბელენენსეში" - 29, "აგუაშ სანტაში" - 28, "ბრაგა" - 27

geohandball.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული