საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ფინეთს დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის პირველი მატჩი საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის ფრედ დასრულდა - 22:22. საპასუხო შეხვედრა 9 იანვარს ფინეთში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი გოლის გატანა თეიმურაზ ორჯონიკიძემ მოახერხა - მან აქტივში 7 გოლი ჩაიწერა. გოლები გაიტანეს: ცხოვრებაძემ – 6, კბილაშვილმა – 3, არსენაშვილმა – 2, ჭანტურიამ, აბრამიშვილმა, დიხამინჯიამ და ცინცაძემ (თითო-თითო).

ორმატჩიან დუელში გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე, ჯგუფში გადაინაცვლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქალი,კაცი,გოგო,ბიჭი,სპორტის ყველა სახეობა.ვიკლავთ თავებს,გავდივართ წინ,ვიწყებთ ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვას,დროის გაყვანას,გვეშლება თამაში და ვკარგავთ უპირატესობას.როდის უნდა გავიგოთ,რომ დროის გაყვანა და თამაშის მოკვლა,ჩვენი საქმე არ არის?ამ განახევრებულმა გუნდმა,შეუძლებელი შეძლო და თითქმის გაიმარჯვა.მაგრამ მხოლოდ თითქმის.გამარჯვების მოახლოებას როგორც კი ვიგრძნობთ,ყველფერი გვეშლება და ვკარგავთ ბრძოლით მოპოვებულს.როგორ დავიჯერო,რომ ყველა შემთხვევაში ამას მწვრთნელი ავალებთ,ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშეთო?ვერ დავიჯერებ ამას.უბრალოდ ,ეს ჩვენი ფსიქოლოგიის ამბავი მგონია და უკვე რამდენი დიდი გამარჯვება გავუშვით ხელიდან,ამის გამო და კიდევ რამდენს დავკარგავთ,თუ ჩვენი სენი არ დავძლიეთ.პ.ს. ეს ნაკრები გაცილებით მეტ გულშემატკივარს იმსახურებდა და მათი ვერ გამარჯვება,ჩვენი,არმისული მაყურებლის ბრალიცაა.იქ რომ ვყოფილიყავით,აუცილებლად გაიმარჯვებდნენ.
სოსო
23:44 05-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული