კანელო ალვარესმა მსოფლიო ჩემპიონის ქამარი უკვე მე-4 წონით კატეგორიაში მოიპოვა

AutoSharing Option
დღეს, 2 ნოემბრის დილით ლას ვეგასში გაიმართა ბრძოლა ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში  WBO ვერსიით მსოფლიო ჩემპიონ რუს ალეკსანდ კოვალიოვსა და საშუალო წონით კატეგორიაში მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონ მექსიკელ საულ (კანელო) ალვარესს შორის, რომელიც კანელოს გამარჯვებით დასრულდა. 

კანელომ, თავისზე უფრო მძიმე მეტოქე მე-11 რაუნდში დაანოკაუტა და მესამე მექსიკელი მოკრივე გახდა, რომელმაც მე-4 წონით კატეგორიაში მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. აქამდე ეს მიღწევა ერიკ მორალესსა და ხუან მანუელ მარკესს ჰქონდა.

კანელოს, რომელმაც კარიერაში ერთადერთი ბრძოლა ფლოიდ მეივეზერთან წააგო, კრივის ისტორიაში ყველაზე სარფიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული
და 5 წელში 365 მილიონ დოლარს მიიღებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, გადაწყვეტს თუ არა მექსიკელი უფრო მძიმე წონით კატეგორიაში გადასვლას.

alt"სად არის კანელო? სად არის GGG?" ანდრადემ WBO ჩემპიონის ქამარი დაიცვა

altWBC, WBA და უკვე IBF ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი - კანელომ იაკობსი დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული