ჯოზი ჰარისი, ფლოიდ მეივეზერის ყოფილი მეგობარი გოგონა, რომლისგანაც ფლოიდს 3 შვილი ჰყავს, სამშაბათს საღამოს მანქანაში, თავის სახლთან გარდაცვლილი იპოვეს.
ჯოზი 40 წლის იყო. პოლიცია გარდაცვალების მიზეზზე ჯერჯერობით არავითარ კომენტარს არ აკეთებს და გამოძიებას ატარებს. ჰარისი და მეივეზერი ერთად 15 წლის განმავლობაში იყვნენ. 2011 წელს ფლოიდი, მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ ჯოზიზე ძალადობდა, 90 დღით ციხეში ჩასვეს.
როგორც იცით, მეივეზერი დიდ ბრიტანეთში იმყოფება და "ნიუკასლის" შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუმცა, როგორც კი გაიგო ჯოზის ამბავი, შეწყვიტა მივლინება და შტატებში გაბრუნდა.