აღნიშნული შეხვედრის ჩატარება 2020 წელსაც იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მეორე ბრძოლამ ორგანიზაოტრებს მხოლოდ ბილეთების რეალიზებიდან 27 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა, მათ დაპირისპირება ერთი წლით გადაწიეს, რათა გულშემატკივრის დასწრება შესაძლებელი იყოს.
კანელოს ჰონორარი 45 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო გენადი 30 მილიონს მიიღებს.
შეგახსენებთ, მოკრივეების პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა, ხოლო მეორეში მსაჯებმა კანელოს სადაო გამარჯვება მისცეს.