მოსკოვში დაბადებული, საფრანგეთის სახელით ოლიმპიადაზე მოასპარეზე მოკრივე მურად ალიევმა 1/4-ფინალში თავი უცნაურად გამოიჩინა.
201 სმ სიმაღლის მოკრივემ ბრიტანელ ფრეიზერ ქლერქს ორთაბრძოლისას თავი ჩაარტყა, რაც ალიევის დისკვალიფიკაციის საფუძველი გახდა, მთავარი წარმოდგენა კი ამის შემდეგ დაიწყო.
ალიევმა რინგიდან გასვლაზე უარი თქვა, იგინებოდა, იფურთხებოდა, მსაჯებზეც გაიწია, მიუღებელ ჟესტებსაც აჩვენებდა...
საბოლოოდ, 26 წლის სპორტსმენი დამშვიდდა, მოლაპარაკებათა სერიის შედეგად რინგიდანაც ჩამოვიდა, თუმცა მოწინააღმდეგისათვის მაინც არ მიულოცავს...