რინგზე დაბრუნება 7 წლის შემდეგ - "ჩაქუჩამ" ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ცნობილმა ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ სუპერ საშუალო წონით კატეგორიაში არგენტინელი ვიქტორ ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

ბრძოლა ნიუ-იორკში გაიმართა. შეგახსენებთ, 44 წლის სპორტსმენი საქართველოს სახელით აღარ ასპარეზობს.

პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ხურციძემ 38 ბრძოლა გამართა და აქედან მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. ავთანდილს 34 მოგებასთან ერთად 2 ფრეც აქვს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ჩაქუჩამ" 34-დან 23 ბრძოლა ნოკაუტით მოიგო.

შეგახსენებთ, ხურციძე რინგს 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ქართველ სპორტსმენს ბრალად რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა ედებოდა და სასჯელს ამერიკის შეერთებული შტატების ციხეში იხდიდა.

alt"ბოდიშს გიხდით,

მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს

alt42 წლის ავთანდილ ხურციძე ციხეს ტოვებს და ქამრისთვის იბრძოლებს

მკითხველის კომენტარები / 11 /
დაღუპა ეს ბიჭი ფსევდოქუთაისურმა შავმა გაგებამ,რასაც გაუნათლებობის სინდრომიც დაემატა.
Status quo
11:38 01-06-2024
4
როგორც სპორტსმენს ძალიან ძლიერი მონაცემები და თვითნაბადი ნიჭი აქვს, სამწუხაროა რომ მისმა ხასიათმა შეაფერხა თორემ ძალიან დიდი ალბათობით ჩემპიონი იქნებოდა, იქნებ კიდევ ქონდეს შანსი. ახლა საქართველოს სახელით იმიტომ არ გამოდის, რომ მისი დონის სპორტსმენს, როდესაც ააპატიმრებენ სამშობლოს დიპლომატიური სამსახურები რაღაც ფორმით მაინც უნდა ჩაერთონ საქმეში და სამართლებრივი დახმარება მაინც უნდა აღმოუჩინონ.
ნიკა
11:00 01-06-2024
11

სიახლეები პოპულარული