კიდევ ერთი მედალი - წარბგახეთქილმა გურულმა მუჰამედსაბირი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
პარიზის ოლიმპიადაზე კრივში, მეოთხედფინალში 27 წლის ლაშა გურულმა (63.5 კგ) ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის სძლია.

ლაშას მეორე რაუნდში მარცხენა წარბი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა, რის გამოც ბრძოლა ორჯერ შეჩერდა. თუმცა, საბოლოოდ, მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით (3:2), გამარჯვება მას დარჩა.

შეგახსენებთ, გურულმა მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დაამარცხა, 4 აგვისტოს, ნახევარფინალში კი, კუბელ ალვარეს ბორხეს შეხვდება.

ნახევარფინალში გასვლა მინიმუმ ბრინჯაოს მედლის მოპოვების ტოლფასია. ლაშა ვლადიმერ ჭანტურიას შემდეგ პირველი ქართველი მოკრივე გახდა, რომელმაც ოლიმპიური პრიზიორობა გაინაღდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 24 /
ვულოცავ ლაშას ნახევარფინალში გასვლას! იმ კაზახთან ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო და მოგების ამბავი გამართლებაც იყო. 3-2 ტყუილად არ დაფიქსირდა. სიმართლე გითხრათ, მე უფო მეგონა, რომ კაზახს მისცემდნენ მოგებას. ეტყობა მისმა თავით ბრიქაობამ მსაჯებზე ნაგატიურა დიმოქმედა.

რაც შეეხება კუბელს, ვნახე მისი კრივი და პროფესიონალივით ჩხუბობს. საკმაოდ მძიმე დარტყმები აქვს! ლაშას კი ესეთი სერიოზული ტრავმებით მაგრად გაუჭირდება.((( სავარაუდოდ პირველივე რაუნდში გაეხსნება ჭრილობები...
რაც არ უნდ აიყოს, ბრინჯაოც ძალიან მაგარი მიღწევაა. ბრავო!
ბესო
22:35 02-08-2024
0
რატომ გაგიკვირდათ ლაშას ნახევარფინალში გასვლა? მე პირადად დარწმუნებული ვიყავი.ყველა ბრძოლა მაქვს მისი ნანახი და დღეს ყველაზე ტექნიკურია. მერე რა რომ "ნოკაუტიორი" არ არის.სერბეთში ყველამ ვნახეთ როგორი ბრძოლა წააგებინეს ნახევარფინალში.იმედია ეხლა ესეთი მსაჯობა აღარ განმეორდება . წარმატებები ლაშას!
დავით 67
09:52 02-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული