პარიზის ოლიმპიადაზე კრივში, მეოთხედფინალში 27 წლის ლაშა გურულმა (63.5 კგ) ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის სძლია.
ლაშას მეორე რაუნდში მარცხენა წარბი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა, რის გამოც ბრძოლა ორჯერ შეჩერდა. თუმცა, საბოლოოდ, მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით (3:2), გამარჯვება მას დარჩა.
შეგახსენებთ, გურულმა მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დაამარცხა, 4 აგვისტოს, ნახევარფინალში კი, კუბელ ალვარეს ბორხეს შეხვდება.
ნახევარფინალში გასვლა მინიმუმ ბრინჯაოს მედლის მოპოვების ტოლფასია. ლაშა ვლადიმერ ჭანტურიას შემდეგ პირველი ქართველი მოკრივე გახდა, რომელმაც ოლიმპიური პრიზიორობა გაინაღდა.
რაც შეეხება კუბელს, ვნახე მისი კრივი და პროფესიონალივით ჩხუბობს. საკმაოდ მძიმე დარტყმები აქვს! ლაშას კი ესეთი სერიოზული ტრავმებით მაგრად გაუჭირდება.((( სავარაუდოდ პირველივე რაუნდში გაეხსნება ჭრილობები...
რაც არ უნდ აიყოს, ბრინჯაოც ძალიან მაგარი მიღწევაა. ბრავო!