რევანში არ შედგა - უსიკმა ფიური კვლავ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ტაისონ ფიურისა და ოლექსანდრ უსიკის რემატჩი შედგა, სადაც 12-რაუნდიან ბრძოლაში გამარჯვება კვლავ უკრაინელმა მებრძოლმა მოიპოვა.

"თეთრმა კურდღელმა" მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და WBA-ს, WBC-ისა და IBO-ს ქამრების დაცვა მოახერხა.

მებრძოლებს შორის პირველი დაპირისპირება 2024 წლის მაისში შედგა, უკრაინელმა ფიურის მაშინაც მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა.

"ფიური დიდებული მოკრივეა. ეს ჩემი კარიერის დაუჯერებელი მომენტია, გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი", - განაცხადა უსიკმა ბრძოლის შემდეგ.

37 წლის უსიკს კარიერაში ჩატარებული 23 ბრძოლიდან 23 მოგება აქვს.

რაც შეეხება 36 წლის ფიურის, ინგლისელი
37 ბრძოლიდან 34-ჯერ გამარჯვებული დარჩა, 2-ჯერ უსიკთან დამარცხდა, ერთხელ კი ბრძოლა ფრედ დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
უკრაინელი ლომი
ანუ!
10:26 22-12-2024
5
როგორმე ყველამ უნდა გაიგოთ, რომ უკრაინელი ისეთივე რუსია, როგორც ვოლოგდელი ან რიაზანელი რუსი! კარგი იქნება თუ ამას ისინიც გაიგებენ ვისაც ანგლოსაქსებმა ასწავლეს უკრაინელები ცალკე ერი ხართო! ომიც დამთავრდება და ორივე რუსეთი დაწყნარდება!
aburjga
18:22 22-12-2024
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული