პირველად კარიერაში - უსეინ ბოლტი 100 მეტრზე დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 გზის ოლიმპიური ჩემპიონმა უსეინ ბოლტმა ლონდონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

იამაიკელი მორბენალისთვის მთელი კარიერის განმავლობაში ეს გახდა პირველი მარცხი ფინალში 100 მეტრ დისტანზიაზე.

ბოლტს მოგებული აქვს ყველა მსხვილი შეჯიბრება 100 მეტრ დისტანციაზე 2009 წლიდან 2016-მდე.

გამონაკლისი მხოლოდ 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, რომელშიც ბოლტი ფინალში დისკვალიფიცირებული იყო.

მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატი ბოლტისთვის ბოლო ტურნირი იქნება კარიერაში. ის მხოლოდ 4X100 დისტანციას გაირბენს.

აღსანიშნავია, რომ ფინალური გარბენის შემდეგ ჯასტინ გეტლინმა ბოლტს დაუჩოქა, ხოლო იამაიკელი მას გადაეხვია.

მსოფლიოს ჩემპიონატი
ლოდონი.
დიდი ბრიტანეთი
ვაჟები. 100 მ.
1. ჯასტინ გეტლინი (აშშ) - 9.92
2. კრისტიან კოულმენი (აშშ) - 9.94
3. უსეინ ბოლტი (იამაიკა) - 9.95
4. იოჰან ბლეიკი (იამაიკა) - 9.99
5. აკანი სიმბინე (სამხ.აფრიკა) - 10.01
6. ჯიმი ვიკო (საფრანგეთი) - 10.08
7. რის პრესკოდი (დიდი ბრიტანეთი) - 10.17
8.სუ ბინტიანი (ჩინეთი) - 10.27
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
კიდევ ერთი ზღაპარი დამთავრდა.
სოსო
08:25 09-08-2017
0
მანძილი არ ეყო თორემ უგებდა ბოლოში
tem,uri
10:16 07-08-2017
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული