საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ბათუმში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია

AutoSharing Option
© საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ბათუმში, 6-13 აპრილს გასამართი კონტინენტის პირველობისთვის საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მზადებას დუშეთში გადის. შეკრება 9 მარტს დასრულდება, რის შემდეგაც ძალოსნები ბათუმში გადაინაცვლებენ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 13-კაციანი შემადგენლობით იასპარეზებს:

55 კგ - გიორგი დოკვაძე
61 კგ - შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი, გოდერძი ბერდელიძე
67 კგ
- გოგა ჩხეიძე
73 კგ - არჩილ მალაყმაძე
81 კგ - ლომია თებიძე
89 კგ - რევაზ დავითაძე
96 კგ - ანტონ პლესნოი
102 კგ - ირაკლი ჩხეიძე
+109 კგ - ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე

altლაშა ტალახაძე 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი გახდა!

მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის Facebook-გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
შტანგით ასპარეზობა ძალოსნობაა და არა მძლეოსნობა.
aleqsandre
18:56 04-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული