© საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია
ბათუმში, 6-13 აპრილს გასამართი კონტინენტის პირველობისთვის საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მზადებას დუშეთში გადის. შეკრება 9 მარტს დასრულდება, რის შემდეგაც ძალოსნები ბათუმში გადაინაცვლებენ.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 13-კაციანი შემადგენლობით იასპარეზებს:
55 კგ - გიორგი დოკვაძე
61 კგ - შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი, გოდერძი ბერდელიძე
67 კგ
73 კგ - არჩილ მალაყმაძე
81 კგ - ლომია თებიძე
89 კგ - რევაზ დავითაძე
96 კგ - ანტონ პლესნოი
102 კგ - ირაკლი ჩხეიძე
+109 კგ - ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე
ლაშა ტალახაძე 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი გახდა!
მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის Facebook-გვერდის მიხედვით