31 წლის MMA მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეორე ბრძოლა გამართა და მეორე გამარჯვება ამერიკელი ჯამალ ემერსის წინააღმდეგ იზეიმა.
ბრძოლა UFC 248-ის ფარგლებში კალიფორნიაშიაში, ლას ვეგასში გაიმართა და ქართველმა მეტოქე 3-რაუნდიანი პაექრობის შემდეგ დაამარცხა.
პირველი და მეორე რაუნდი წმინდად ჭიკაძემ მოიგო, მესამე რაუნდში კი დაღლა დაეტყო, თუმცა საწყის რაუნდებში გამარჯვების ხარჯზე მოგება მას დარჩა - 29:28, 29:28, 28:29.
მოგებულის გამოცხადების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში ჭიკაძემ მადლობა ჯამალ ემერსს გადაუხადა და ხმამაღლა, ქართულად დაიძახა: "გაუმარჯოს საქართველოს!"
ჭიკაძისათვის აღნიშნული ბრძოლა კარიერაში მე-10 იყო. გიგამ აღნიშნული ბრძოლებიდან 8-ში გაიმარჯვა და 2-ში დამარცხდა.