შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი გიგა კუხალაშვილი კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე საკმაოდ საინტერესო კომენტარს აკეთებს. გთავაზობთ მას უცვლელად:
"მინდა ორიოდე სიტყვა დავწერო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ჩვენი ექიმების სწრაფი და ეფექტური რეაგირება ვირუსთან ბრძოლაში და საჯაროდ გამოვხატო მათ მიმართ ჩემი აღფრთოვანება. სიმართლე რომ გითხრათ, პირადად მე არ ველოდი ჩვენი მედიცინასგან ასეთ შედეგებს მტერთან - სახელად "კორონასთან" ბრძოლაში; მტერთან, რომელიც დღეს ებრძვის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ კაცობრიობას! ქედს ვიხდი თქვენ წინაშე!
მე არასდროს გამიკეთებია პოლიტიკური განცხადება და ყოველთვის ვიკავებ თავს ამა თუ იმ პარტიის შესახებ საუბარზე, მაგრამ დღეს მინდა გამოვეხმაურო როგორც მმართველი, ასევე სხვა წამყვანი ოპოზიციური პარტიების ქმედებებსა და განცხადებებს. თურმე ვირუსი ყოფილა საჭირო იმისათვის, რომ მომესმინა სიტყვები: "დღეს ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე". ალბათ სადმე პარალელური სამყაროს საქართველოში (თუკი ასეთი არსებობს), არ არის ოპოზიცია და პოზიცია და ყველას ერთი გეზი აქვთ აღებული, იყოს ეს თუნდაც სწორი და თუნდაც არასწორი გზა. მე ვწერ ამას, როგორც ერთიანობას მოწყურებული ადამიანი!
ასევე, ჩემთვის რა თქმა უნდა გასაგებია და სრულიად ვეთანხმები იმას, როდესაც არ ასაჯაროებენ იმ პიროვნებების პირად მონაცემებს, რომლებიც ებრძვიან კორონავირუსს, მაგრამ მე მოვითხოვ და ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ გასაჯაროვდეს ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი თავისი ფოტოებით, რომლებიც შეგნებულად არღვევენ კარანტინისა და შიდა იზოლაციის წესებს. ჩვენ ვალდებულები ვართ, ვიცნობდეთ ამ პრო#ებს! ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვის არ უნდა ჩამოვართვათ ხელი, როგორც ვაჟკაცს და ვის არ უნდა ვუწოდოთ ქართველი მანდილოსანი. 3000 ლარი ჯარიმის სახით - ეს არის თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის საფასური, რომელიც სრულიად შეუსაბამოა დანაშაულთან ქვეყნისა და ერის წინაშე!" - დაწერა მებრძოლმა საკუთარ "ფეისბუქანგარიშზე".
21:39 18-03-2020
გიგა კუხალაშვილი: ვინც კარანტინს არღვევს - ერის მტერია და მათ ყველა უნდა ვიცნობდეთ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ყოჩაღ გიგა. მე ცოტას დავამატებ, ეგეთ არსებებზე როგორც ცოფიან ძაღლზე ისე უნდა ფიქრობდეს ყველა. სადაც გადაეყრება ადამიანს უნდა ჰქონდეს მათი ლიკვიდაციის უფლება. აუცილებელი არ არის ტყვიით ან დანით მომკლას ვინმემ, ამისთვის უბრალოდ დაინფიცირებული არსების შეხვედრაც კმარა. რა აზრი აქვს რითი დამიპირებ მოკვლას? მათი ლიკვიდაცია თავდაცვისას აუცილებელი მოგერიების მიზნით. ეს არის მაგათი დიაგნოზი და სამართალი.
9
2
ნარკოტიკის გამავრცელებელზე დიდი სასჯელი უნდა იყოს
6
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული