გუშინ, 10 მაისს, UFC 249-ზე ჯასტინ გეიჯიმ ტონი ფერგიუსონი ტექნიკური ნოკაუტით მეხუთე რაუნდში დაამარცხა და მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი გახდა. ამავე წონის მოქმედი ჩემპიონი კი რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვია. ბრძოლის შემდეგ ჯასტინმა რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
"ადრე ძალიან ბევრ დარტყმას ვუშვებდი. საქმე იმაშია, რომ ბრძოლის დროს დიდ სიამოვნებას ვიღებდი, ისეთ სიამოვნებას, რომ თავის დაცვა ნაკლებად მადარდებდა. ის ორი მარცხიც ამ მიზეზის ბრალია. მოხარული ვარ, რომ მაშინ დავმარცხდი, იმიტომ, რომ ჭკუა ვისწავლე. რაღაც თუ არ გაფუჭდება, არც გაკეთდება. ვცდილობ, ყოველდღე განვვითარდე და გუშინდელთან შედარებით უკეთესი ვიყო.
ბედნიერი ვარ, რომ ამერიკას წარმოვადგენ დაღესტნელის წინააღმდეგ. ის რუსეთის საუკეთესო მებრძოლია. საინტერესო ორთაბრძოლა გველოდება", - განაცხადა გეიჯიმ ჯო როგანთან საუბარში.