
ქართველმა მებრძოლმა აქცენტი ძალიან აგრესიულ, შემტევ სტილზე გააკეთა და მაროკოელ მეტოქეს ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ მისცა. ორი რაუნდის განმავლობაში მაღალი ინტენსივობის ფონზე, თოფურიამ შეხვედრის მიწურულს თავდაცვითი სტრატეგია აირჩია.
საბოლოოდ, ჩხუბისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა და მსაჯებმა გამარჯვება თოფურიას დაუტოვეს. აღსანიშნავია, რომ ქართველს ამ დრომდე ჩატარებული 9 ორთაბრძოლიდან, მოგების 100%-იანი მაჩვენებელი აქვს.