ჩინეთის თოჯინა ხარ - UFC-ის ექსჩემპიონი ლებრონ ჯეიმსს დაუპირისპირდა

AutoSharing Option
UFC-ის ექსჩემპიონი, ამჟამად საშუალო წონაში 1-ლი ნომერი ქოლბი ქოვინგთონი "ტვიტერში" ლებრონ ჯეიმსის ნათქვამს გამოეხმაურა, რომელმაც ზლატან იბრაჰიმოვიჩისადმი პასუხად განაცხადა, რომ სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის.

"ჰონ-კონგზე საუბარს როდის აპირებ "მეფე ჯეიმს"? კარგი, ჰო, ვიცი, არ შეგიძლია. შენ ჩინეთის პატარა თოჯინა ხარ.

ბავშვების სპორტის თამაშით მილიონებს შოულობ და მერე სოციალურ სამართლიანობაზე ლაპარაკობ. არადა, არანაირი პრობლემა არ გაქვს, როცა ჩინელ ქალებს შენი პროდუქტის შესაქმნელად თეთრებს უხდიან. არასწორი "ტიპი" ხარ!" - დაწერა ქოვინგთონმა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მეც მგონიხარ ლებრონ ჯეიმს რომ პოლიტიკურად მაგარი დილეტანტი ხარ!
Simartle
17:02 04-03-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული