ირლანდიელი ბიჭი შემწეობიდან მილიონერობამდე და მისი მეუღლე, როგორც წარმატების საიდუმლო ფორმულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თქმულა, წარმატებული კაცის უკან კარგი და მზრუნველი მეორე ნახევარი დგასო, ამის კიდევ ერთ მაგალითს ამჯერად ირლანდიურ ოჯახში შევხვდებით.

UFC-ის 2 სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩემპიონ კონორ მაკგრეგორს მარტივი ცხოვრება ნამდვილად არ გაუვლია, დღეს დიდძალი ქონების პატრონი მამაკაცი ერთ დროს დუბლინიდან ნახევარი საათის სავალზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, არც შემოსავლით არ გამოირჩეოდა და თავის რჩენაც მეტად რთულ პირობებში უწევდა, თუმცა მის გვერდით დი დევლინი იდგა, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი ჩადო, რათა მის მეუღლეს ყველაფერი გამოსვლოდა.

2008 წლიდან მოყოლებული კონორი და დი ცოლ-ქმარი არიან,
ჰყავთ 3 შვილი კროია, ჯეკი და რაიანი, თუმცა ამ უდიდეს ბედნიერებამდე რთული გზა გაიარეს.

"სამსახური არ მქონდა, რადგან მთელ ჩემს დროს დარბაზში ვატარებდი. მჯეროდა, რომ ერთ დღეს ჩემპიონი გავხდებოდი და ჩემი მეუღლე ამაში დამეხმარებოდა. დი არასდროს მეუბნებოდა, რომ ეს საქმიანობა მიმეტოვებინა, მიუხედავად უსახსრობისა (თვიდან-თვემდე უმუშევრობის გამო შემწეობას ვიღებდით, რომელიც 188 ევროს შეადგენდა), ის მაინც ჩემს გვერდში იყო და ნებისმიერ ფასად სჯეროდა ჩემი წარმატების" - ჰყვება მაკგრეგორი.

Sportall.Ge

"ფული თითქმის არაფერზე გვყოფნიდა, თუმცა დი ჩემი კვების რეჟიმის დაცვას ცდილობდა და კარგადაც გამოსდიოდა, მოდიოდა ჩემთან ერთად დარბაზში, მამხნევებდა, ცდილობდა ოქტაგონს გარეთ მჯდარიყო, პატარა, უმნიშვნელო წარმატება კი ძალიან ახარებდა".

Sportall.Ge

"ახლა უკვე მილიონებს ვშოულობ, ჩემი ბრძოლები ათასობით მაყურებელს აგროვებს, შემიძლია თავს ნებისმიერი მანქანის ყოფილს უფლება მივცე, ნებისმიერი ღირებულების სამოსით შევიმოსო, მაგრამ სწორედ ის არის ადამიანი, ვინც ამ ყოველივეს იმსახურებს, დიახ, ჩემზე მეტადაც კი".

Sportall.Ge

საოცარია ასეთი ადამიანური და ერთმანეთის ერთგული წყვილი, რომელმაც საერთოდ არაფრიდან შეძლეს და დასახულ მიზანს მიაღწიეს, დღეს მაკგრეგორი შერეული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, მიუხედავად ბოლო დროს ჩავარდნილი შეხვედრებისა, ამ სპორტის მოყვარულების გულებში აუცილებლად დარჩება ოქროს მოგონებად თუ რა სიჩქარით შემოიჭრა ირლანდიელი ოქტაგონის შუაგულში და მოიპოვა 2 სხვადასხვა წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამარი.

altსუპერლიგის კრახის შედეგი - მაკგრეგორი "მანჩესტერის" შეძენას გეგმავს



მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ტიპი სულაც არ მომწონდა,მაგრამ მისმა ოჯახურმა იდილიამ ერთბაშად დადებითად განმაწყო მის მიმართ. ყოჩაღ!
daviti
09:18 20-08-2022
0
კონორის დამსახურებაა რომ UFC ამ დონეზეა. მის ორთაბრძოლებზე ხალხი თვეობით ელოდებოდა. იცის პიარი, იცის საქმე როგორ აკეთოს, გახსოვთ ეს რომ მეივეზერს ეჩხუბა? რა აყალ მაყალი ქონდათ ჩხუბამდე? ეს პიარია იყოს ორივეს მხრიდან. და რა მოხდა ბრძოლის დასრულებისთანავე? ძმები დაუძახეს ერთმანეთს. როგორც მებრძოლიც კარგი იყო. კაცი რომელიც სანტექნიკოსი იყო და ორ კატეგორიაში გახდა ჩემპიონი. ეს ქნა ბევრმა? განა ბავშვობიდანვე ვარჯიშობდა? არა.
ამ ბოლოს კაცი დაჟე იმხელა პიარშიკია და იმხელა ნდობა აქ ჩელსის ყიდულობდა 3 მილიარდად. და არის მილიარდერი? არა. აბა საიდან ამდენი ფული? ესეიგი ყავდა სპონსორი და ქონდა იმის ტრაკიც რომ ეყიდა. მალადეც რა. შემნა თავისი ტიპაჟი და ოჯახთან კიდე სხვაა. ნამდვილი მეოჯახე. ვენაცვალე კონორს რა. წარმოიდგინეთ ასეტი ოჯახი რამდენია მსოფლიოში. მემგონი ძალიან ცოტა. ბრავო კონორს
zura
22:43 19-08-2022
1

სიახლეები პოპულარული