თქმულა, წარმატებული კაცის უკან კარგი და მზრუნველი მეორე ნახევარი დგასო, ამის კიდევ ერთ მაგალითს ამჯერად ირლანდიურ ოჯახში შევხვდებით.
UFC-ის 2 სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩემპიონ კონორ მაკგრეგორს მარტივი ცხოვრება ნამდვილად არ გაუვლია, დღეს დიდძალი ქონების პატრონი მამაკაცი ერთ დროს დუბლინიდან ნახევარი საათის სავალზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, არც შემოსავლით არ გამოირჩეოდა და თავის რჩენაც მეტად რთულ პირობებში უწევდა, თუმცა მის გვერდით დი დევლინი იდგა, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი ჩადო, რათა მის მეუღლეს ყველაფერი გამოსვლოდა.
2008 წლიდან მოყოლებული კონორი და დი ცოლ-ქმარი არიან, ჰყავთ 3 შვილი კროია, ჯეკი და რაიანი, თუმცა ამ უდიდეს ბედნიერებამდე რთული გზა გაიარეს.
"სამსახური არ მქონდა, რადგან მთელ ჩემს დროს დარბაზში ვატარებდი. მჯეროდა, რომ ერთ დღეს ჩემპიონი გავხდებოდი და ჩემი მეუღლე ამაში დამეხმარებოდა. დი არასდროს მეუბნებოდა, რომ ეს საქმიანობა მიმეტოვებინა, მიუხედავად უსახსრობისა (თვიდან-თვემდე უმუშევრობის გამო შემწეობას ვიღებდით, რომელიც 188 ევროს შეადგენდა), ის მაინც ჩემს გვერდში იყო და ნებისმიერ ფასად სჯეროდა ჩემი წარმატების" - ჰყვება მაკგრეგორი.
"ფული თითქმის არაფერზე გვყოფნიდა, თუმცა დი ჩემი კვების რეჟიმის დაცვას ცდილობდა და კარგადაც გამოსდიოდა, მოდიოდა ჩემთან ერთად დარბაზში, მამხნევებდა, ცდილობდა ოქტაგონს გარეთ მჯდარიყო, პატარა, უმნიშვნელო წარმატება კი ძალიან ახარებდა".
"ახლა უკვე მილიონებს ვშოულობ, ჩემი ბრძოლები ათასობით მაყურებელს აგროვებს, შემიძლია თავს ნებისმიერი მანქანის ყოფილს უფლება მივცე, ნებისმიერი ღირებულების სამოსით შევიმოსო, მაგრამ სწორედ ის არის ადამიანი, ვინც ამ ყოველივეს იმსახურებს, დიახ, ჩემზე მეტადაც კი".
საოცარია ასეთი ადამიანური და ერთმანეთის ერთგული წყვილი, რომელმაც საერთოდ არაფრიდან შეძლეს და დასახულ მიზანს მიაღწიეს, დღეს მაკგრეგორი შერეული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, მიუხედავად ბოლო დროს ჩავარდნილი შეხვედრებისა, ამ სპორტის მოყვარულების გულებში აუცილებლად დარჩება ოქროს მოგონებად თუ რა სიჩქარით შემოიჭრა ირლანდიელი ოქტაგონის შუაგულში და მოიპოვა 2 სხვადასხვა წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამარი.
სუპერლიგის კრახის შედეგი - მაკგრეგორი "მანჩესტერის" შეძენას გეგმავს
იმედია კონორი ფულს არ დახამდება არ გააფუჭებს ფული და თავის სიყვარულს გულს არ გაუტეხავს და არ მოიქცევა ისე როგორც ვარსკვლავების 99% იქცევა - თავშიავარდნილი იდიოტივით.
ხოდა კაცებო ისწავლეთ: თქვენი წარმატების რეცეპტის უმთავრესი კომპონენტი სიყვარული და ქალის გვერდში თანადგომაა!