"საინტერესო გამოწვევაა, ჩემპიონი მე უფრო ადრე გავხდები თუ მერაბ დვალიშვილი. ახლა ეს ტიტული მის მეგობარ სტერლინგს აქვს და მერაბმა საჯაროდ თქვა, რომ მასთან არ იბრძოლებს.
საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ გენეტიკით მებრძოლები ვართ. შესაძლოა, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მეტი ომი ჩვენ გადავიტანეთ. ამის მიუხედავად, საკუთარი ტერიტორია გვაქვს, რომელიც ხელში ვერავინ ჩაიგდო.
კარგია, რომ სპორტის ამ სახეობაში ქართველების საქმე კარგად მიდის, ილია თოფურიასთან შეხვედრა კი გამორიცხულია."
შეგახსენებთ, ჭიკაძისა და კატარის ორთაბრძოლა 16 იანვარს შედგება, თოფურიას მოწინააღმდეგე ევლოევი კი ბრძოლიდან ჩაეხსნა.
"ტექნიკით და ტვინით ვაჯობებ..." - კელვინ კატარმა გიგა ჭიკაძეზე ისაუბრა