ხვალ, 16 იანვარს, გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს დაუპირისპირდება. ბრძოლის მოლოდინი, რა თქმა უნდა, დიდია და უშუალოდ შეხვედრის დაწყებამდეც უცხოურ მედიაში არაერთი სტატია იწერება, გთავაზობთ mmamania-ის მიერ გამოქვეყნებულ წერილს:
"გიგა ჭიკაძე მიზნად გამარჯვებას ისახავს, ქართველი მებრძოლს შესანიშნავი შანსი აქვს, რომ ხვალ რვაკუთხედიდან გამარჯვებული გამოვიდეს და უკვე საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლოს.
კატარი დიდებული მონაწილეა, თუმცა არ დაგვავიწყდეს 33 წლის გიგა მსოფლიოს დონის კიკბოქსიორია. ჭიკაძემ განვლილ შეხვედრებში ზუსტი დარტყმები შემოგვთავაზა და ოქტაგონზე მის წინ მდგომი მოწინააღმდეგეებიც ერთი მეორის მიყოლებით დაამარცხა, დარტყმების სიზუსტიდან და შედეგიანობიდან გამომდინარე ქართველს UFC-ის ზედა ეშელონის წარმომადგენლებთანაც მშვენიერი შანსი ექნება. ამ საკითხზე ევროპელმაც ისაუბრა:
"ჩემი შეტევითი არსენალი მსოფლიოში ერთ-ერთ საშიშ მებრძოლად მაქცევს, ხალხს ვურტყამ და ისინიც ავტომატურად ძირს ეცემიან. მე არამხოლოდ კარგი დამრტყმელი, არამედ ორგანიზაციაში საუკეთესო მოკრივეც ვარ. მივყვები ჩემს გზას, რომელიც UFC-ის ჩემპიონობამდე მიმიყვანს, ვიცი, პირველ რიგში კელვინ კატარი უნდა დავამარცხო, რასაც ისედა ვაპირებ" - თქვა ქართველმა.
თუმცა არ დაგვავიწყდეს ამერიკელი მებრძოლიც, ჭიკაძისთვის არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ კელვინი ორგანიზაციაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მებრძოლია, ამასთან ერთად დარტყმების ატანასაც არ უჩივის, გავიხსენოთ მაქს ჰოლოვეისთან ორთაბრძოლა.
ამრიგად, რამდენად შესწევს ჭიკაძეს ძალა, რომ მისი მომავალი მეტოქე დააფინიშოს, ამას მალე ვნახავთ, თუმცა "ნინძა" მზადაა, რომ საუკეთესო დარტყმები შემოგვთავაზოს.
"ვიცი, რომ ოქტაგონზე ძლიერი და მომზადებული გამოვა, თუმცა თუ შეცდომას დაუშვებს, მაშინვე ბრძოლას დავუსრულებ. ვაპირებ, რომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკით გავიმარჯვო, ამის შემდეგ კი სატიტულო ორთაბრძოლას დაველოდები" - განაგრძო ქართველმა.
შეგახსენებთ, ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა ვაითმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში გიგა საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის შანსს მიიღებს.
UFC-ის პრეზიდენტი საუბრობს, რა შემთხვევაში მიიღებს გიგა ჭიკაძე სატიტულო ორთაბრძოლას
"საქართველო ხელში ვერავინ ჩაიგდო..." - გიგა ჭიკაძის პრესკონფერენცია