ლას ვეგასში UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე კელვინ კატარმა გიგა ჭიკაძე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
შეხვედრა 5 რაუნდს გაგრძელდა, როგორც მოსალოდნელი იყო დაპირისპირება მძიმე გამოდგა და ორივე ათლეტმა წარმოუდგენელი გამძლეობა აჩვენა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენებური დამარცხდა.
რაც შეეხება სტატისტიკურ მაჩვენებლებს - კატარმა 418 დარტყმა სცადა, საიდანაც 157 (37.6%) ზუსტი გამოვიდა, გიგას 148 მცდელობიდან მიზანს 129-მ მიაღწია. ჩვენებურს ამერიკელის წაქცევა (takedown) არ უცდია, კელვინს 7 მცდელობიდან 2 გამოუვიდა.
ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ კელვინმა განვლილ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ გიგა ჭიკაძე ის მებრძოლი ნამდვილად იყო, რომელთანაც გამოცადა იყო თუ არა და იმსახურებდა თუ არა ადგილს წონის ლიდერებში.
გთავაზობთ შეხვედრის ვრცელ მიმოხილვას.
გთავაზობთ შეხვედრის ვრცელ მიმოხილვას.
აი მას შემდეგ რაც შეეცდომებს გაანალიზებს , ნაკლებს იტრხაბახებს მეტს ივარჯიშებს კარდიოზე, გრეპლინგზე და სხვა მინუსებზე ამის შემდეგ უკვე რეალურად შეიძლება ჩაითვალოს ქამრის მოპოვების კანდიდატად!!!
წარმატებები გიგა შენ ჩემპიონობა შეგიძლია!!!