"როცა გიგა თავის კუთხესთან მისული დავინახე, ჩემს ბიჭებს მაშინვე ვუთხარი სასწრაფოდ საავადმყოფოში წაეყვანათ. როცა ასეთ ომს გადაიტან, უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოდ იყო. ეს ნამდვილი ომი იყო, კალვინიც და გიგაც შესამოწმებლად დაუყოვნებლივ კლინიკაში წაიყვანეს.
წლის პირველი ჩხუბი იყო და სეზონის საუკეთესო ბრძოლის კანდიდატი უკვე არის. წელი დაუჯერებლად დავიწყეთ. კალვინ კატარისა და მაქს ჰოლუეის ჩხუბი, მგონი ყველას დაავიწყდა. კალვინი ბრწყინვალე იყო, ვთვლი, რომ იდაყვის მორტყმით მატჩის ბედი გადაწყვიტა. პირველ რაუნდში ბიჭები ჭიდაობამ დაღალა და პირდაპირ ომში ჩაერთვნენ.
წინა კვირაში გვაკრიტიკებდნენ, რატომ არ დაველოდეთ გიგას ჩხუბს, როცა საქმე სატიტულო ბრძოლას ეხებოდა. ჭიკაძემ დღეს იბრძოლა, წინასწარ არავინ იცის როგორ დამთავრდება ესა თუ ის შეხვედრა, ამ სპორტში საინტერესო ზუსტად ეს არის. ბევრი საბრძოლო დღე გვაქვს და ვნახოთ, მომავალში რა მოხდება.
პირველ რაუნდში იდაყვის მოხვედრებამ ბრძოლა კალვინ კატარის სასარგებლოდ შემოატრიალა. ის დარტყმა რომ არა, ჩხუბი სხვანაირად წარიმართებოდა. ამის შემდეგ გიგამ საკუთარი თავი ვეღარ იპოვა, მეორე რაუნდიდან სულ სხვა ჭიკაძე იბრძოდა,"- თქვა უაითმა.
გიგა ჭიკაძემ UFC-ში პირველი ბრძოლა დღეს კალვინ კატართან წააგო.
კატარმა ჭიკაძე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა [VIDEO]
"წლის ნამდვილი დასაწყისი..." - ცნობილი მებრძოლები გიგასა და კელვინის ბრძოლას აფასებენ