ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი გაანადგურა - შემდეგი გაჩერება საჩემპიონო ბრძოლა? [VIDEO]

AutoSharing Option
ჯექსონვილში (ფლორიდა) გამართულ UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე მთავარ ბრძოლაში ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ბრძოლა ილიას კონტროლით წარიმართა, პირველ და მეორე რაუნდში "მატადორმა" შედარებით ფრთხილად დაიწყო, ამერიკელი კი უფრო მეტად თავს იცავდა და თოფურიას მძიმე დარტყმებისგან თავის ასარიდებლად ბევრს მოძრაობდა. 

მესამე რაუნდში ჩვენებურმა შედარებით დიდი უპირატესობა მოიპოვა, მეოთხე რაუნდში კი უკვე მოწინააღმდეგესა და ზოგადად ბრძოლაზე სრული კონტროლი დაამყარა და ჩხუბის დასრულებამდეც ბევრი არაფერი დააკლდა. 

მეხუთე რაუნდში ამერიკელმა აქტიურად დაიწყო, თუმცა რაუნდის შუაში ქართველმა ემეტი წააქცია და დაწყებული საქმეც
ბოლომდე მიიყვანა. 

ამრიგად, თოფურია დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს (UFC-ში 6:0, MMA-ში 14:0) და დიდია შანსი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დანა ვაითმა "მატადორს" საჩემპიონო ბრძოლა ჩაუნიშნოს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
უბრალოდ გატყიპა.შეიძლებოდა ერთი-ორი,.თვითონაც მოხვედროდა და საჭიროდ აღარ ჩათვალა,თორემ დაანოკაუტებდა კიდეც!
სოსო
25 ივნისი 2023 21:12
0
ეს ბიჭი ნამდვილი ბრილიანტია! მას თავისი ნიჭისა და საბრძოლო მრავალფეროვნების ხარჯზე, ნამდვილად შეუძლია ქამრის მოპოვება და ეს დროც, არაა შორს... უდიდესი წარმატებები მატადორს მომავალში...
ვახო...
25 ივნისი 2023 17:17
0
მოკლედ მე,როგორც ბარსელონას გულშემატკივარი დიდად არ მეხატა რამოსი გულზე მიუხედავად მისი პროფესიონალზმისა და მართლა მაგარი ფეხბურტელისა,მაგრამ ამ წუთიდან რაც ვიხილე ეს კადრები,მოკლედ ათასჯერ მეტი პატივი რამოსსს,გაიხაროს
otari
25 ივნისი 2023 12:30
1
ასე უნდა უჩვენო სეირი ყველა დამპყრობელ ანგლოსაქსს!
ლაშა
25 ივნისი 2023 11:22
20
ასე უნდა დავნაყოთ ყველა, ყველა სპორტის სახეობაში!...
ლაშა
25 ივნისი 2023 10:08
0
21 ივნისი გამოცხადდეს ქართველი ხალხის სიხარულის დღედ,რამეთუ ასეთი სიხარული კარგა ხანია ერს არ გვქონია.ჯერ იყო და დილა დაიწყო ცნობით,რუსები ერთმანეთის ჭამას იწყებენ და რუსეთის ქალაქებში ტანკების გუგუნი გაიგეს,მერე ქართული ფეხბურთის შეუსაბამო,თუმცა საამაყო თამაში და შემართება ვაჩვენეთ,რასაც 40 ათასზე მეტი კაცი დაესწრო,მთელი ქვეყანა ერთიანი და ამაყი იყო.დღის ბოლოს,ილიამ შესაშური კლასი აჩვენა,მოთმენით დაამუშავა ემეტი,რომელმაც აგერ გუშინ დროებით ქამარზე ქონდა ნაჩხუბი,ხოდა ილიამ დომინანტურად შეასრულა. ასეთი წარმატებული დღე,როდის გვქონდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ? წარმატებები ერო,თუ ერთიანები ვიქნებით,ვერავინ მოგვერევა,ვერც სადისტი პუტინის რეჟიმი. ილ ღაზისას ეგონა,მაგარი ვარ და დავითი უნდა დავამარცხოო,6ჯერ მეტი მეომარი მყავსო,თუმცა ისეთი დამართა რო მაგის მერე სიკვდილამდე ვერ გამოიღო. რაღაცაც სიმრავლე კი არა,ერთიანობა და ერთი მიზანი აღწევს.
მაგარი დღე
25 ივნისი 2023 07:09
8
გენაცვალე ქართულ სულში,კიდევ და კიდევ ბევრი წარმატებები ელ მატადორ,ერმანო!!
Gladiator
25 ივნისი 2023 02:22
1
გილოცავთ თოფურიამ ხელი არ გაანძრევინა ერთი ორი დარტყმა როარ გაეტარებინა ხელის დაუდებლად გამოვიდოდა.. როგორ მინდა კატარს შეახვედრონ გიგას ჯავრი იყაროს!!!!!
რონი
25 ივნისი 2023 01:59
1
კატართან შეხვედრისგან ღმერთმა დაიფაროს. მეექვსეა კატარი. ილია მინიმუმ მეხუთეზე გადავა ეხლა. შემდეგი ან ვოლკანოვსკი უნდა იყოს, ან იარი როდრიგესი ან მაქს ჰოლოვეი. იმედია ვოლლანოვსკი და პირდაპირ საჩემპიონოდ აჩზუბებენ. იარი როდრიგესი და ჰოლოვეი 2-3 ჰყავს დამარცხებული ვოლკანოვსკის. მხოლოდ ილია იქნება ტოპ ხუთში ჩემპიონისგან უძლეველი, ამიტომ ილიას სრული უფლება აქვს გამოიწვიოს
კატარი სუსტია ილიასთვის
25 ივნისი 2023 05:03
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული