"ერთხელ არ შეუხედავს ბრძოლისთვის, სულ ლოცულობს" - მერაბ დვალიშვილის ძმის კადრები სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]

AutoSharing Option
ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი კვი­რას UFC-ის ექსჩემ­პი­ონს ორ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში, ჰენ­რი სეჰუ­დოს შეხ­ვდე­ბა.

შე­საძ­ლოა, მე­რა­ბის­თვის ეს ბრძო­ლა კა­რი­ე­რუ­ლად ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა ჩვენ გვახ­სოვს, რო­მე­ლი შეხ­ვედ­რა იყო ჩვე­ნე­ბუ­რის­თვის ყვე­ლა­ზე პრინ­ცი­პუ­ლი.

2023 წლის 12 მარტს დვა­ლიშ­ვი­ლი რუს პი­ოტრ იანს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რამ­დე იანი თავს იმის უფ­ლე­ბას აძ­ლევ­და, რომ მე­რაბ­ზე და­მამ­ცი­რებ­ლად ესა­უბ­რა. მა­გა­ლი­თად, აბუ-და­ბი­ში, რო­დე­საც მებ­რძო­ლე­ბი გა­და­იკ­ვეთ­ნენ, რუსი დვა­ლიშ­ვი­ლის მე­გო­ბარს და მა­შინ­დელ ჩემ­პი­ონს, ალჯო სტერ­ლინგს ეუბ­ნე­ბო­და, რომ "მე­რა­ბი 0 იყო“.

ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დვა­ლიშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის მშვიდ და ღირ­სე­ულ პა­სუ­ხებს უბ­რუ­ნებ­და იანს და არას­დროს პრო­ვო­კა­ცი­ას არ
აჰყო­ლია.

სა­მა­გი­ე­როდ, თა­ვისი სათ­ქმე­ლი და საქ­მე 12 მარტს მთელ მსოფ­ლი­ოს უთხრა და აჩ­ვე­ნა. 5-რა­უნ­დი­ან ბრძო­ლა­ში პი­ოტრ იანი უსას­ტი­კე­სად, ცალ­მხრი­ვად სცე­მა.

არას­დროს იანი ისე­თი უსუ­სუ­რი არ ყო­ფი­ლა, რო­გო­რიც მე­რაბ­თან ბრძო­ლის დროს.

12 მარტს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო დვა­ლიშ­ვი­ლის გვერ­დზე იდგა, თუმ­ცა ერთი ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტად ნერ­ვი­უ­ლობ­და და გა­ნიც­დი­და. ეს კი მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ძმა, მალ­ხაზ დვა­ლიშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც ხა­ტე­ბით ხელ­ში, მთე­ლი 5 რა­უნ­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ლო­ცუ­ლობ­და და ბრძო­ლას არ უყუ­რებ­და.

Ambebi.ge

alt"თუ ვინმე გეცნობათ, შემატყობინეთ, წავალ მათ სახლებში და..." - აშშ-ში მერაბ დვალიშვილი გაძარცვეს [VIDEO]

altთოფურია/ვოლკანოვსკი - დვალიშვილი/სეჰუდო - ორი უდიდესი ქართული ბრძოლა ერთ ღონისძიებაზე

altნევადაში ჭიკაძე და დვალიშვილი ერთად ვარჯიშობენ - 2 კვირაში გიგა ემეტს შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 4 /
ღირსეული ქართველები ხართ მთელი თქვენი ოჯახი. მერაბისნაირი ქართველები რო ვიყოთ მოსახლეობის 15% მაინც, ყველაზე მაგარი ქვეყანა ვიქნებით მაგრამ რასვიზამთ
ქართველი
12:46 15-02-2024
2
მერაბ მაგრად მინდა მოიგო.შენი მოწინამდეგე ძალიან ძლიერი მეტოქეა.მაგრამ 1000% თუ დაიხარჯები შანსი არის!!წარმატებები.მერაბ.აბა შენ იცი გმერთი შენსკენ!!!
მერეაბ
23:45 15-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული