ტექნიკური ნოკაუტით პირველივე რაუნდში - რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ოქტომბერს UFC 307-ზე, რომან დოლიძემ (14-3) ამერიკელი კევინ ჰოლანდი (26-12) ტექნიკური ნოკაუტით დამაარცხა. ხსენებული დაპირისპირება საშუალო წონაში (84 კგ) გაიმართა.

რომანმა მეტოქე, მიწაზე ნაადრევ ეტაპზე გადაიყვანა და რაუნდის ბოლოს დამაზიანებელი დარტყმები მიაყენა, რის შემდეგაც მოწინააღმდეგემ ნეკნები დაიზიანა და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

შეგახსენებთ, დოლიძისთვის ეს UFC-ში რიგით მე-11 დაპირისპირება იყო, გამარჯვება კი მე-8. რვა გამარჯვებიდან ქართველმა 5, ნაადრევ ეტაპზე მოიპოვა.

ცნობისთვის, ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში რომანმა, ხამზატ ჩიმაევსა (13-0) და რობერტ ვიტეკერს (27-7) შორის გამარჯვებული, ან დამარცხებული გამოიწვია. ხსენებული მებრძოლების
დაპირისპირება ,,აბუ დაბიში,” ილია თოფურიასა (15-0) და მაქს ჰოლოვეის (26-7) ბრძოლის დღეს გაიმართება.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბრავო, ძალიან დამაჯერებელი ბრძოლა ჩაატარა. ზუსტად იცოდა რასაც აკეთებდა. 1-2 ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება კიდევ და მერე ვინ იცის რა შესაძლებლობები შეიძლება გამოჩნდეს. წარმატებები
ვისტი
12:17 06-10-2024
1
უსაზიზღრესი და უბინძურესი სპორტია! ქმ სპორტს სამუდამოდ ავკრძალავდი!
ლევანი
17:33 06-10-2024
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული