"წაგებას არ ვიმსახურებდი, მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები" - უმარ ნურმაგომედოვის პირველი კომენტარი მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
დღეს გამთენიისას UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ბრძოლის შემდეგ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ მისი აზრით, მარცხს არ იმსახურებდა.

"წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. პირველი სამი რაუნდი მე მოვიგე. პირველი რაუნდის შემდეგ ხელი ვიტკინე და სათანადო დარტყმების განხორციელებას ვეღარ ვახერხებდი, მიუხედავად ამისა, არ ვბრაზობ. მერაბის პერფორმანსი არ გამკვირვებია. ვიცოდი, რომ მასთან ბრძოლა რთული იქნებოდა", - განაცხადა ნურმაგომედოვმა.

ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება
და 0 მარცხი იყო.

altარის! მერაბ დვალიშვილმა რუსი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 43 /
უმარ. შენ რომ მერაბმა გიხმარა,რა ხარ ახლა შენ?
გრიშა
21:17 19-01-2025
0
ბოლოს ფეხზე ვეღარ იდგა,მერაბი კი მეზობლებთან ჭორაობასაც ასწრებდა და კინაღამ გაზეთიც წაიკითხა!რა გამარჯვებაზე ლაპარაკობს?ისე,მართლაც კარგი ბრძოლა გამოვიდა!თითი დაიზიანა?ბრძოლაა და ხდება ხოლმე,გიგა ჭიკაძემ,რამდენიმე წლის წინ,სამი რაუნდი გატეხილი სახის ძვლით იბრძოლა და არ დაუჩივლია,მაგის გამო წავაგეო.
სოსო
21:17 19-01-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული